დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის საქმეზე - ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება - შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს

ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება. შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან მიმართებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

დეკანოზის თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბარი 15 წელია მიმდინარეობს, საპატრიარქო კი წინასაარჩევო გეგმებში არ მონაწილეობს.

„ჩვენ ხომ წინასაარჩევნო გეგმებში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ, ხომ 15 წელია ამაზე ვლაპარაკობთ. გუშინ ვუსმინე დავით ხიდაშელს და მან თქვა, რომ დოკუმენტაცია ჩამოიტანა აგვისტოში და გადასცა თავდაცვის სამინისტოს. მერე, თვითონ მიადევნეთ თვალი.

ძალიან არასწორი და ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება. შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს ამ მიმართულებით გასარჩევი საკითხი. დაველოდოთ, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და ვნახოთ რა იქნება“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იხილეთ ვიდეო: დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის საქმეზე - ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა