საფრანგეთში, პარიზსა და კიდევ 8 ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდება

საფრანგეთში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, 9 ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი წესდება. შესაბამისი ინფორმაცია მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიაწოდა.

მისი განცხადების თანახმად, „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს საღამოს 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. კომენდანტის საათი მოიცავს პარიზსა და კიდევ რვა ქალაქს: რუანს, ლილს, სენტ-ეტიენს, ლიონს, გრენობლს, მონპელიეს, მარსელსა და ტულუზას.

პრეზიდენტის განცხადებით, ახალი შეზღუდვა შაბათიდან, 17 ოქტომბრიდან, ამოქმედდება და მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ასევე შაბათიდან გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა.

მაკრონის განცხადებით, ვინც "კომენდანტის საათის" წესებს დაარღვევს, 135 ევროთი დაჯარიმდება.

მისივე თქმით, სანამ "კომენდანტის საათი" გაგრძელდება, "ხალხმა უნდა დაივიწყოს ღამით რესტორნებში ან მეგობრებთან სახლებში ვიზიტები".

ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადაუდებელი მგზავრობა კვლავ დაიშვება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო