მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატი - გამოძიებამ ვერ გამოკვეთა არათუ რომელიმე პირის ბრალეულობა, არამედ, საერთოდ ვერ დაადგინა მოხდა თუ არა მკვლელობა

გამოძიებამ ვერ გამოკვეთა არათუ რომელიმე პირის ბრალეულობა, არამედ, საერთოდ ვერ დაადგინა მოხდა თუ არა მკვლელობა, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, დაცვის მხარის შესავალ სიტყვას მოისმენენ, რის შემდეგაც, მოწმეებს დაკითხავენ.

„ამ საქმესთან მიმართებაში სასამართლოს ჩვენს მოსაზრებას მოვახსენებთ და ასევე იმ მტკიცებულებებთან მიმართებაში, რაც ბრალდებამ წარმოადგინა, ეს გამართული სისხლის სამართლის საქმე არ არის, ეს არის კითხვის ნიშნები, რომელიც სასამართლოს მოუტანეს, თვითონ გამოძიებამ და ბრალდების მხარემ პასუხი ვერ გასცა და ახლა სასამართლოს სთხოვენ, რომ პასუხი გასცეს. მათ ვერ გამოკვეთეს არათუ რომელიმე პირის ბრალეულობა, არამედ საერთოდ ვერ დაადგინეს მოხდა თუ არა მკვლელობა. ერთადერთი, რაც ამ საქმეში უდაოდ დადგენილია, არის ის, რომ გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა",- განაცხადა ნემსიწვერიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ედავებიან.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს