თამარ გაბუნია - მოვუწოდებ ყველას, ვისაც მაღალი რისკი აქვს, აუცილებლად, ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა

მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც აქვს მაღალი რისკი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სთავაზობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, აუცილებლად ჩაიტარონ, რადგან წელს ეს იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, წელს გრიპის ვაქცინის ჩატარება სავალდებულო იქნება სამედიცინო პერსონალისთვის.

„პაციენტს და მოქალაქეს აქვს არჩევანი, სახელმწიფო სთავაზობს მას ვაქცინაციას მისი რისკიდან გამომდინარე და მას ყოველთვის შეუძლია უარი თქვას. ამ შემთხვევაში, ვალდებულება განისაზღვრება სამედიცინო პერსონალისთვის, რადგან სამედიცინო პერსონალი თავად შეიძლება გახდეს რისკის გადამტანი. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათ თავად უნდა გააკეთონ ეს არჩევანი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება გრიპის ვაქცინაზე.

„ეს იქნება პირველი სეზონი, როდესაც ჩვენ ერთად გვექნება გრიპი და კორონავირუსი. ამიტომ, წელს, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ გრიპის ვაქცინაზე, 25 000 დოზა უკვე შემოვიდა და მისი გამოყენება მოხდება განსაკუთრებით საყურადღებო რისკ ჯგუფებისთვის. თვის ბოლომდე შემოვა დანარჩენი 135 000 დოზა და ასევე, უკვე გვაქვს გარკვეული დაპირებები საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომ 100 000 დოზა შევიძინოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო