ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვას ითხოვს და არჩილ თალაკვაძესა და დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს

უნდა ვიმსჯელოთ, პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის ოლქში, ლევან კობერიძე სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს.

როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, აუცილებელია საჯარო ფორმატში განიხილონ შეუქმნის თუ არა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს კოვიდ-ვითარებიდან გამომდინარე არჩევნების ჩატარება.

„მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე, სპეციალური სხდომა, ინფექციონისტებისა და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით. აუცილებელია გაფართოებულ და საჯარო ფორმატში გაიხსნას რეალური მსჯელობა საკითხზე: რამდენად მძიმეა კოვიდ-ვითარებასთან დაკავშირებული პროგნოზი და მოლოდინები, არსებული მდგომარეობა უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში. ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად ღია და არა დახურულ, ერთპარტიულ ფორმატში, როგორც დღეს ამას პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკეთებს, უნდა ვიმსჯელოთ, პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე. მივმართავ როგორც კოლეგებს, ისე ოპონენტებს - ამოვიდეთ არა საკუთარი, ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესებიდან, თუ ვის როდის გვაძლევს ხელს არჩევნების ჩატარება, არამედ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს ჩვენს მოქალაქეებს“,-აცხადებს კობერიძე.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს