ლევან გოგიჩაიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს - გვერდით გადახვევაც კი არ გინდათ, რომ იქნებ რამე სხვა ისეთი ვცადოთ, რომელიც ამ სიღარიბიდან ამოგვიყვანს

გვერდით გადახვევაც კი არ გინდათ, რომ იქნებ რამე სხვა ისეთი ვცადოთ, რომელიც ამ სიღარიბიდან ამოგვიყვანს. კლასიკური სააკაშვილის და ბენდუქიძის მოდელით ვაგრძელებთ ცხოვრებას დღემდე,- ასე მიმართა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, რომელმაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მთავრობისგან ვერ მოისმინა პრობლემების გადაჭრის ხედვა.

„მე არ მაქვს განცდა, რომ სწორად გეგმავთ იგივე ჯანდაცვასთან, ეკონომიკასთან მიმართებაში და იმ შტამპთან მიმართებაში, რომელიც ეკონომიკურ პარადიგმას თან ახლავს ამ ქვეყანაში და არასდროს არაფერი არ იცვლება. გვერდით გადახვევაც კი არ გინდათ, რომ იქნებ რამე სხვა ისეთი ვცადოთ, რომელიც ამ სიღარიბიდან ამოგვიყვანს. კლასიკური სააკაშვილის და ბენდუქიძის მოდელით ვაგრძელებთ ცხოვრებას დღემდე.

ეკონომიკის სამინისტროს მინდა მივმართო კითხვით, რის ხარჯზე უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა? როგორ გაქვთ დათვლილი, კორონა არჩევნებთან ერთად დამთავრდება ამ ქვეყანაში? როგორღაც გინდათ არჩევნები გადავაგოროთ და მერე თავისით დალაგდება, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ვის რა მოუვა? ამ ხედვას მთავრობისგან ვერ ვხედავ. მთავრობისგან გავიგეთ, რომ თურმე საჩხერეს უნდა დავეწიოთ ეკონომიკურად“,-აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო