ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება.

„ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ და ეს კარგად იციან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა: -აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდება,“ - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ილჰამ ალიევმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ გენერალურ დირექტორთან, დიმიტრი კისელევთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სურს სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ერთად და მშვიდობიანად იცხოვრონ.

„მომავალში სომეხმა და აზერბაიჯანელმა ხალხებმა მშვიდობიანად და ერთად უნდა იცხოვრონ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. სხვათა შორის, ეს ასე ხდება აზერბაიჯანის სხვა დასახლებებში, მათ შორის ბაქოში. ასევე ხდება რუსეთში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები ზოგჯერ ერთსა და იმავე სოფელში ცხოვრობენ და მუშაობენ და მათ შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. რატომ არ შეიძლება ამის მიღწევა აქ? ჩვენ ამის ერთგულები ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეთნიკური წმენდის შედეგები უნდა აღმოიფხვრას და ყველა ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირი უნდა დაბრუნდეს საკუთარ სახლებში," - განაცხადა ალიევმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა