მიხეილ ჩხენკელმა Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში ჩართული მასწავლებლები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა Minecraft Education Edition-ისსაპილოტედ დანერგვის პროცესში ჩართული მასწავლებლების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა პლატფორმის დანერგვის დროს გამოჩენილი ენთუზიაზმისა და მონდომებისათვის და საგანმანათლებლო სივრცეში ციფრული ტექნოლოგიების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მივულოცო მასწავლებლებს Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში წარმატებული მონაწილეობა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ენთუზიაზმისა და გაწეული შრომისთვის. საქართველოში თქვენი ჩართულობით დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი – Minecraft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვა! ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს კომპანია „Microsoft“-დან, განსაკუთრებით კი განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტს ენტონი სალსიტოს, რომელიც მუდმივად გვეხმარება და ხელს გვიწყობს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში „Microsoft“-ის პროდუქტების ეფექტურად დანერგვაში.

როგორც მოგეხსენებათ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რეფორმა ეფექტურად მიმდინარეობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ რეფორმის ზოგიერთი მიმართულება: ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნა, საგანმანთლებლო პროგრამებში თანამედროვე ინოვაციური იდეების ასახვა. ამ პროცესს ძალიან უწყობს ხელს Minecraft-ის საგანმანათლებლო ვერსია. შესაბამისად, მისი დანერგვა ჩვენს სკოლებში რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების სასიცოცხლო აუცილებლობა კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო აშკარად დაგვანახა. დარწმუნებული ვარ, რომ Minecraft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვა ძალიან ეფექტური ნაბიჯი იქნება განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა,

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ Microsoft-ის საგანმანათლებლო პლატფორმა ეტაპობრივად საქართველოს ყველა სკოლაში დაინერგება. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს ხდის. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სწავლის პროცესი ყოველთვის უნდა იწვევდეს ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს. თამაშზე დაფუძნებული სწავლება არის ის მიდგომა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის.

„Minecraft Education Edition პროგრამის მეშვეობით, გაადვილდება საკლასო ოთახის მენეჯმენტი, ჯგუფური სამუშაოებისა და საშინაო დავალებების შესრულება. პროგრამის, როგორც დამატებითი რესურსის, გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად, საშუალო განათლების ნებისმიერ საფეხურზე. დაჯილდოების ონლაინ საზეიმო ცერემონიალზე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის №2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა თეა შეროზიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და Microsoft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვის კუთხით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც “Microsoft საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის “Mindworks Education” ჩართულობით ხორციელდება. “Minecraft Education Edition”-ის დანერგვის მიზნით პირველ ეტაპზე გადამზადდა 150-ზე მეტი პედაგოგი. პროცესი დისტანციურად წარიმართა. გადამზადებული მასწავლებლები შემდგომში მონაწილეობას მიიღებენ “Minecraft“-ის სხვა სკოლებში დანერგვასა და სასწავლო პროცესში ეფექტიან ინტეგრირებაში.

პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმა შეიმუშავეს კომპლექსური დავალებები I-X კლასებისთვის. ასევე, მომზადა ინსტრუქციები მასწავლებლებისთვის. საგანმანთლებლო რესურსების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://eduminecraft.mindworks.ge/ პილოტირების ეტაპზე V-X კლასების 2000-მდე მოსწავლე მასწავლებლებთან ერთად ქმნიდა სამყაროებს შვიდ სხვადასხვა დისციპლინაში (ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, მუსიკა) და ეუფლებოდა საგნობრივ და გამჭოლ კომპეტენციებს.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა 4-დღიანი ონლაინ კონფერენცია, სადაც გადამზადებულმა მასწავლებლებმა პრეზენტაციების საშუალებით საკუთარი შედეგები სხვა პედაგოგებსაც გაუზიარეს. კონფერენციას 1000-ზე მეტი ონლაინმსმენელი ჰყავდა. კონფერენციის ვიდეოჩანაწერები განთავსებულია ბმულზე: https://eduminecraft.mindworks.ge/training-webinars/

“Minecraft Education Edition” – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მორგებულია თითოეულ მოსწავლეზე და ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. “Minecraft Education Edition” იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ, იგი მოქნილი საგანმანათლებლო ინსტრუმენტია”, -ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა