არჩილ თალაკვაძე -  „ნაცმოძრაობა“ დღესაც ცდილობს, რომ რუსული საქმე აკეთოს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსული კვალი და რუსული საქმის კეთება საკუთარ ბიოგრაფიაში უნდა მოიკითხოს, მათ გაყიდეს სტრატეგიული ობიექტები რუსეთის კომპანიებზე, დაკარგეს ასობით სოფელი, დატოვეს ჯარისკაცები ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ პარლამენიტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში განუცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ისინი ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიასთან ოპონირებას აპირებენ, თუმცა, ასეთი „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის.

„სიტყვით აცხადებენ, რომ ემსახურებოდნენ დემოკრატიას, სინამდვილეში, მათ ფეხქვეშ გათელეს ყველა დასავლური ღირებულება, დაწყებული ადამიანის უფლებებით, დამთავრებული მედიის თავისუფლებით. თუ ვინმე რუსულ საქმეს აკეთებდა ამ ქვეყანაში, რუსულ საქმეს აკეთებდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი დღესაც ცდილობენ, რომ რუსული საქმე გააკეთონ, ძირი გამოუთხარონ ჩვენს დემოკრატიას და არჩევენებს, მაგრამ მათი პოტენციალი არის მილევად რეჟიმში და ისინი გავლენ პოლიტიკური ველიდან ამ არჩევნების შემდეგ... ჯანსაღი ოპოზიცია არის, ნებისმიერი ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც სურს მშვიდი, საქმიანი პოლიტიკური სისტემა, ვინც ერთგულია თავისი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, იცავს ადამიანის უფლებების და დემოკრატიის პრიონციებს, ჩვენ ასეთ ოპოზიციასთან ოპონირებისთვის მზად ვართ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი არ არის, ისინი მილევად რეჟიმში არიან და რა თქმა უნდა, მალე გავლენ პოლიტიკური ველიდან“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა