ლევან კობერიძე - "ქართული ოცნება" "კაგებეს" მეთოდებით მოქმედებს, როდესაც არ მოგითხოვია არჩევნების გადადება და გაბრალებენ

"ქართულმა ოცნებამ" არ იცის ქვეყნის მართვის პრინციპი, არ იცის მენეჯმენტი და ამიტომ გაექცა პანდემია ამ მასშტაბით, - ამის შესახებ "ლელოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას, რომ ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე, რადგან იციან, რომ აგებენ.

რაც შეეხება პანდემიით გამოწვეულ შედეგს, კობერიძის თქმით, ქვეყანა იმკის იმ შედეგს, რაც "ქართული ოცნების" უუნარობამ, მენეჯმენტისა და ქვეყნის მართვის არცოდნამ, კორუფციამ და ჯანდაცვის სისტემის აბსოლუტურად ჩამოშლამ განაპირობა.

"პანდემიასთან ბრძოლა და მსგავსი ტიპის ქმედებები გარკვეულ ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს, რადგან ორი რამის წინაშე ვართ - ადამიანის სიცოცხლე, რომელიც უზენაესია და ქვეყნის ეკონომიკა, რომლის გარეშეც ადამიანები ვერ იცოცხლებენ. ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთა და ამ დროის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ჩვენ ვმართავთ, ეს იყო უბრალოდ შეკეტვა. პირველი თვის შეკეტვას მეც დავუჭირე მხარი, მაგრამ შემდეგ უნდა ყოფილიყო გეგმაზომიერი სამუშაოები. მართვის ნაცვლად კი მივიღეთ ქაოსი და უმართავი გავრცელება პანდემიის. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ მათ მიერ ერთთვიანი წანაცვლება დაამთხვიეს სეზონურ გრიპს, რომელიც ახლა იწყება და ვაქცინის პრობლემაა", - განაცხადა კობერიძემ.

"ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმასაც აცხადებს, რომ მან ჯანდაცვის კომიტეტში ან პარლამენტში გაფართოებული სხდომის გამართვა მოითხოვა, სადაც პოზიცია და ოპოზიცია ექსპერტებთან ერთად იმსჯელებდნენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

"ჩემი შეთავაზების გაზიარების ნაცვლად განცხადებებს ვხედავ და კობახიძეს უთქვამს, რომ არჩევნების გადადება უნდათ. "კაგებეს" მეთოდებით მოქმედებს "ქართული ოცნება", როდესაც არ მოგითხოვია არჩევნების გადადება და ამას გაბრალებენ. პირიქით, ყველანაირი წესების დაცვით უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ხელისუფლება და ოპოზიციაც ვალდებულია, ხალხს აუხსნან, როგორ უნდა მოიქცნენ და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

ხალხის მოთხოვნაც ესაა - უნდათ ცვლილებები, ითხოვენ სიახლეს, რისი შემოთავაზებაც "ლელოს" შეუძლია. რეალობა არის ის, რომ დღეს 10 ადამიანიდან ერთიც კი არ აღმოჩნდება, ვინც "ქართულ ოცნებას" დაუჭერს მხარს.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია გადაინაცვლებს ოპოზიციაში", - განაცხადა კობერიძემ, რომლის განცხადებასაც "ლელოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს და ოპოზიციის მხრიდან აღნიშნული განცხადებების გაკეთება სხვა არაფერია თუ არა საარჩევნო კაპიტულაცია და სასოწარკვეთილების გამოხატულება.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი - შევქმენით პრეცენდენტი, თუ როგორ შეიძლება აწარმოო თანამედროვე პოლიტიკური საარჩევნო კამპანია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ "მთავარი არხისა" და "TV 1"-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
ნანა დევდარიანი - გაუპატიურების, ძალადობის, ცემის, წამების ამსახველი კადრები არავის დავიწყებია (R)
არჩილ ბენიძე - მწამებლებისა და მკვლელების დასჯა ერთადერთ პარტიას - "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია (R)
„სილქფესტი“ მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე ულიმიტო პირობებს შესთავაზებს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)