მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ ცენტრში ამჟამად 67 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან 6 ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და საშუალო სიმძიმისაა.

„ჩვენს ცენტრში ამჟამად მოთავსებულია 67 კოვიდინფიცირებული. 6 ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებაში. გვყავს მძიმე და საშუალოზე მძიმე პაციენტები, უმეტესად მსუბუქი პაციენტები სტაციონარში უკვე აღარ წვანან. მიმდინარეობს მკურნალობა“, - განაცხადა ენდელაძემ.

მისი ვარაუდით, ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი არ იქნება, რადგან მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი ბევრი პაციენტი ბინაზე აგრძელებს მკურნალობას.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 136-ს შეადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა