ავღანეთის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ირანში ჩავიდა

ავღანეთის დელეგაცია 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ირანში ჩავიდა. დელეგაციას ქვეყნის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს მდივანი, აბდულა აბდულა ხელმძღვანელობს.

ირანის დედაქალაქ თეირანში ისინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდნენ. მხარეების საუბრის მთავარი თემა ავღანეთის ხელისუფლებასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები იყო.

მომდევნო დღეების განმავლობაში ავღანეთის დელეგაცია ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანსაც შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ირანში ჩასვლამდე ავღანეთის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს მდივანი, აბდულა აბდულა გასულ კვირას პაკისტანსა და ინდოეთშიც იმყოფებოდა. ოფიციალური ვიზიტების მთავარი თემა კვლავ „თალიბანთან“ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იყო.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს