„ედუქეარ ჯორჯიას“ პროექტი ევროპული სკოლისა და დავით ბეჟუაშვილის ფონდის მხარდაჭერით წარმატებით დასრულდა

„ედუქეარ ჯორჯიამ“ „ევროპული სკოლისა“ და დავით ბეჟუაშვილის ფონდის მხარდაჭერით, 304 სოფლის საჯარო სკოლაში ონლაინ განათლების შესახებ მოსწავლეებისთვის სპეციალური კურსი ჩაატარა.

პანდემიის დაწყებამდე 7600 მოსწავლეს პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, გურიაში, იმერეთში შიდა ქართლსა და სამეგრელოში ჩაუტარდა. პრეზენტაციაზე „ედუქეარ ჯორჯიას“ წარმდგენებმა მოსწავლეებს გააცნეს მათთვის საინტერესო და ხელმისაწვდომი უფასო ონლაინ საგანმანათლებლო რესურსები, მათ შორის „ხანის აკადემია“. „ედუქეარ ჯორჯია“ უკვე რამდენიმე წელია, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობს. აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, როცა ევროპული სკოლისა და დავით ბეჟუაშვილის მხარდაჭერით, „ედუქეარ ჯორჯიამ“ „ხანის აკადემიის“ ფიზიკის კურსი სრულად გააქართულა.

„პანდემიის პირობებში, როცა მოსწავლეებსა და სტუდენტებს ხშირად დისტანციურად, დამოუკიდებლად უწევთ ეროვნული სასწავლო გეგმის ათვისება, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა „ევროპული სკოლისა“ და დავით ბეჟუაშვილის ფონდის დაფინანსებით განხორციელებულმა პროექტებმა. ამ ინიციატივების შედეგად ნებისმიერი ადამიანისთვის სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის ფიზიკის სრული კურსი, ხოლო საქართველოს რეგიონების რამდენიმე ათასეულ მოსწავლეს გადაეცა ის აუცილებელი ცოდნა, რომელიც უფასო ონლაინ რესურსების მოსაპოვებლად და გამოსაყენებლადაა საჭირო“, - განმარტავენ „ევროპულ სკოლაში“.

„ხანის აკადემია“ წამყვანი ამერიკული საგანმანათლებლო პლატფორმაა. მასზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სრულიად უფასოდ, საკუთარი ტემპით, გონიერი პლატფორმის დახმარებით ისწავლოს როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო დონის საგნები სახალისო ვიდეოების, სავარჯიშოებისა და სტატიების მეშვეობით. „ედუქეარ ჯორჯია“ პლატფორმას 2015 წლიდან თარგმნის და დღეისათვის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 5 ათასამდე ვიდეო და 8 მილიონზე მეტი სიტყვა ისეთ საგნებში, როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და კომპიუტერული პროგრამირება. „ქართულ ხანის“ აკადემიას თვეში საშუალოდ 140 000 მომხმარებელი ჰყავს, სასწავლო წლის განმავლობაში ვებ-გვერდს 300 000-ზე მეტი ქართულენოვანი ვიზიტორი იყენებს. საერთო ჯამში, ვებ-გვერდს მილიონ ნახევარზე მეტი სტუმარი ჰყოლია. უშუალოდ ფიზიკის კურსს კი 87 000 მომხმარებელი ჰყავს.

(R)

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„ედუქეარ ჯორჯიას“ პროექტი ევროპული სკოლისა და დავით ბეჟუაშვილის ფონდის მხარდაჭერით წარმატებით დასრულდა

„ედუქეარ ჯორჯიამ“ „ევროპული სკოლისა“ და დავით ბეჟუაშვილის ფონდის მხარდაჭერით, 304 სოფლის საჯარო სკოლაში ონლაინ განათლების შესახებ მოსწავლეებისთვის სპეციალური კურსი ჩაატარა.

პანდემიის დაწყებამდე 7600 მოსწავლეს პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, გურიაში, იმერეთში შიდა ქართლსა და სამეგრელოში ჩაუტარდა. პრეზენტაციაზე „ედუქეარ ჯორჯიას“ წარმდგენებმა მოსწავლეებს გააცნეს მათთვის საინტერესო და ხელმისაწვდომი უფასო ონლაინ საგანმანათლებლო რესურსები, მათ შორის „ხანის აკადემია“. „ედუქეარ ჯორჯია“ უკვე რამდენიმე წელია, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობს. აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, როცა ევროპული სკოლისა და დავით ბეჟუაშვილის მხარდაჭერით, „ედუქეარ ჯორჯიამ“ „ხანის აკადემიის“ ფიზიკის კურსი სრულად გააქართულა.

„პანდემიის პირობებში, როცა მოსწავლეებსა და სტუდენტებს ხშირად დისტანციურად, დამოუკიდებლად უწევთ ეროვნული სასწავლო გეგმის ათვისება, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა „ევროპული სკოლისა“ და დავით ბეჟუაშვილის ფონდის დაფინანსებით განხორციელებულმა პროექტებმა. ამ ინიციატივების შედეგად ნებისმიერი ადამიანისთვის სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის ფიზიკის სრული კურსი, ხოლო საქართველოს რეგიონების რამდენიმე ათასეულ მოსწავლეს გადაეცა ის აუცილებელი ცოდნა, რომელიც უფასო ონლაინ რესურსების მოსაპოვებლად და გამოსაყენებლადაა საჭირო“, - განმარტავენ „ევროპულ სკოლაში“.

„ხანის აკადემია“ წამყვანი ამერიკული საგანმანათლებლო პლატფორმაა. მასზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სრულიად უფასოდ, საკუთარი ტემპით, გონიერი პლატფორმის დახმარებით ისწავლოს როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო დონის საგნები სახალისო ვიდეოების, სავარჯიშოებისა და სტატიების მეშვეობით. „ედუქეარ ჯორჯია“ პლატფორმას 2015 წლიდან თარგმნის და დღეისათვის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 5 ათასამდე ვიდეო და 8 მილიონზე მეტი სიტყვა ისეთ საგნებში, როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და კომპიუტერული პროგრამირება. „ქართულ ხანის“ აკადემიას თვეში საშუალოდ 140 000 მომხმარებელი ჰყავს, სასწავლო წლის განმავლობაში ვებ-გვერდს 300 000-ზე მეტი ქართულენოვანი ვიზიტორი იყენებს. საერთო ჯამში, ვებ-გვერდს მილიონ ნახევარზე მეტი სტუმარი ჰყოლია. უშუალოდ ფიზიკის კურსს კი 87 000 მომხმარებელი ჰყავს.

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია