ნათია მეზვრიშვილი - მთავრობამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ მოქალაქეებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმა

დღეს ჯანდაცვის სისტემა მზადაა იმისთვის, რომ ეპიდვითარება, რაც ქვეყანაში გვაქვს, ამას გაუძლოს, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არაა, ამიტომ პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანზეა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა მოქალაქეებმაც უნდა შეასრულონ, ორგანიზაციებმა, ბიზნესმა.

„როდესაც ვსაუბრობთ სისტემის მზაობაზე, ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ ვაწესებთ მკაცრ შეზღუდვებს და არ ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას და ეს არც იგეგმება. თუმცა აქვე ვამბობთ, რომ ჯანდაცვის რესურსები ამოუწურავი არაა. დღეს იყო 919 შემთხვევა და ალბათ, უახლოესი დღეების განმავლობაში შესაძლოა ეს ციფრი 1000-ს გადასცდეს. ამისთვისაც მზადაა დღეს ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არაა და ამიტომ ვამბობთ, რომ პასუხისმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა მთავრობის პასუხისმგებლობა გახლავთ ვირუსის მართვა და ამას მთავრობა წარმატებით უმკლავდება, მიუხედავად შემთხვევების ზრდისა. მთავრობამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ მოქალაქეებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმა. გვაქვს ორი არჩევანი - დავიცვათ წესები, ვირუსთან თანაცხოვრებას მივეჩვიოთ იმ პირობებში, როცა სისტემა ამისთვის მზად არის და მეორე - შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები. ამის რესურსი ქვეყანას არ გააჩნია, იმიტომ, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი ადაპტაციის და მართვის ეტაპზე გახლავთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ წესებს არ დავიცავთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა