კახა კალაძე - არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობა აქვთ მოსახლეობის წინაშე, ასევე არსებობენ პარტიები, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ გარდა საკუთარი მიღწევებისა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არსებული ეპიდემიური ვითარების ფონზე, კონკრეტული პარტიის ქმედებებით ჩანს მათი დამოკიდებულება ქვეყნის, საზოგადოებისა და მოსახლეობის მიმართ. მან ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების შეკრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქცია პირბადეებისა და დისტანციის დაცვის გარეშე ჩატარდა.

„არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, ქვეყნის მართვაზე. არსებობენ პარტიები, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ ამ ქვეყანაზე, გარდა საკუთარი მიღწევებისა (ვიცოდით, რომ ისინი უპასუხისმგებლოები იყვნენ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა) ნახეთ, როგორი აქცია ჩატარდა ბათუმში, ყოველგვარი პირბადეებისა და დისტანციის დაცვის გარეშე. თუმცა, როგორც ვიცი „ევროპულმა საქართველომ“ საერთოდ გააუქმა ამომრჩევლებთნ შეხვედრა, აქ გამოიხატება პარტიების მიდგომა და დამოკიდებულება როგორც ქვეყნის, ასევე საზოგადოებისა და მოსახლეობის მიმართ“,-განაცხადა კალაძემ.

როგორც მან განმარტა, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები უკვე დააწესა. კალაძის თქმით, მთელი ქვეყნის ჩაკეტვა არ იგეგმება, როგორც ეს ვირუსის პირველი ტალღის დროს მოხდა.

„შეზღუდვები ახლაც არის წერტილოვანი. მაგალითად, თბილისი მასშტაბით დაახლოებით 30-მდე საბავშვო ბაღი დახურულია, რადგან იყო პრობლემები, ვირუსის გავრცელების საშიშროება და მაშინვე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებებს მივიღებთ წერტილოვნად და არა მთელი ქვეყნის ჩაკეტვით, როგორც ეს პირველი ტალღის დროს ხდებოდა“,-განაცხადა კალაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს