14.07.2025 / 09:02
ირაკლი კობახიძე - საარჩევნო უბნები იქნება მაქსიმალურად აღჭურვილი ისე, რომ ადამიანებისთვის კოვიდუსაფრთხო გარემო შეიქმნას

იმაზე ბევრად უსაფრთხო იქნება საარჩევნო უბანზე მისვლა, ვიდრე მაგალითად სუპერმარკეტში მისვლა ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კოვიდუსაფრთხოების კუთხით საარჩევნო უბნები უსაფრთხო იქნება.

„ბუნებრივია, არჩევნებზე მაღალი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამას ემსახურებოდა, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული ზომები. ერთი, რომ კოვიდინფიცირებულებს მაქსიმალურად ექნებათ ხმის მიცემის საშუალება და მეორე - საარჩევნო უბნები იქნება მაქსიმალურად აღჭურვილი ისე, რომ ადამიანებისთვის კოვიდუსაფრთხო გარემო შეიქმნას. იქ იქნება უზრუნველყოფილი პირბადეები, ანტისეპტიკური ხსნარები, საარჩევნიო კაბინა ისე იქნება აღჭურვილი, რომ ადამიანი მინიმალურად შეეხოს კონკრეტულ ნივთებს. არავითარი საფუძველი იმისა, რომ კოვიდუსაფრთხოების კუთხით, ადამიანს უბნის მიმართ ჰქონდეს შიში, არ იარსებებს და ამისთვის ყველა ზომა იქნება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა