გიორგი ვაშაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა მემორანდუმზე მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იღებს ვალდებულებას, რომ პარლამენტში ყოფნის პირველივე 30 დღეს, პანდემიის პერიოდში შემოსავალდაკარგულ მოქალაქეებსა და ბიზნესის სუბიექტებს დაეხმარება.

,,გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი ვიღებთ ვალდებულებას და ვთანხმდებით საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან იმაზე, რომ დავეხმარებით იმ მოქალაქეებსა და ბიზნესის სუბიექტებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი კოვიდ-19 პანდემიის კრიზისის დროს. ამისთვის, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტში ყოფნის პირველივე 30 დღის განმავლობაში მოვახდენთ:

1) 2020 წელს მისაღები 5 მილიარდიდან 500 მილიონი ლარის მობილიზაციას პრობლემური სესხების პროცენტის სუბსიდირებისთვის. ეს შეეხება საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს (რესტორნები, კაფე-ბარები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, მაღაზიები და სხვ.), რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში და ასევე, ფიზიკურ პირებს, რომლებმაც ამ პერიოდში დაკარგეს სამსახური და შემოსავლის წყარო.

2) გამოვდივართ ინიციატივით, რომ გამოცხადდეს პრობლემურ სესხებზე 6- თვიანი მორატორიუმი უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევაზე“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაეფექტური დახმარების პაკეტი შესთავაზა როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს და მოქალაქეებზე ზრუნვისა და ბიზნესის რეალური დახმარების ნაცვლად, ისევ აამოქმედა „პარტიული ნეპოტიზმი, კორუფციული ტენდერები და კორუფციული შესყიდვები“.

,,მიმდინარე პანდემიის პირობებში მძიმე დარტყმა მიიღო საქართველოში მოქმედმა ყველა ბიზნესმა, განსკუთრებით დაზარალდა საშუალო და მცირე ბიზნესი - სასტუმროები, მაღაზიები, კაფე-ბარები და რესტორნები, გასართობი ცენტრები, ტურისტული სააგენტოები და სხვ. ბიზნესის წარმომადგენლების გარდა, შემოსავლის წყარო დაკარგა 200 000 ადამიანზე მეტმა. გადაუხდელი საბანკო ვალდებულებების გამო, მარტო 8 თვის მონაცემებით, ბანკებმა საქართველოს მოქალაქეების 220 მილიონი ლარის უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს.

ამ ფონზე, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაეფექტური დახმარების პაკეტი შეთავაზა როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს. მოქალაქეებზე ზრუნვისა და ბიზნესის რეალური დახმარების ნაცვლად, ,,ქართულმა ოცნებამ“ ისევ აამოქმედა პარტიული ნეპოტიზმი, კორუფციული ტენდერები და კორუფციული შესყიდვები. მილიარდობით დახმარება, რომელიც საქართველომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან მიიღო მოქალაქეების და ბიზნესის საჭიროებას არ მოხმარდა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
საქართველოს Wendy’s-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თორნიკე შენგელია „არქის“ „გრანდ ავენიუს“ პროექტის ინვესტორი გახდა
„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
ასამდე ბენეფიციარი და 400 ათას ლარამდე განხორციელებული მხარდაჭერა - სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო