დავით ჭიჭინაძე - ე.წ. ცნობილი ექიმების სამეული მუშკეტერები კი არა, დემაგოგები აღმოჩნდნენ და ხელისუფლების ნიღბები მოირგეს

ე.წ. ცნობილი ექიმების სამეული მუშკეტერები კი არა, დემაგოგები აღმოჩნდნენ და ხელისუფლების ნიღბები მოირგეს, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ამირან გამყრელიძეზე, თენგიზ ცერცვაძესა და პაატა იმნაძეზე კომენტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცნობილმა ექიმებმა ხელისუფლება გაახმოვანეს და იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის სიმართლე ეთქვათ, „ოცნების“ მთავრობის ინტერესებს ემსახურებიან.

„ეკლესიებში არ წახვიდეთ, თორემ ქვეყანა კუბოებით აივსებაო, რომ გაჰკიოდნენ მაშინ, როდესაც მხოლოდ ათეული შემთხვევა იყო, ახლა ათასებს გადავცდით და კი ვნახეთ, როგორ იდგა მთელი მთავრობა სვეტიცხოველში გაჭიმული. ანუ, დღეს აღარაა ეკლესიაში სიარული საშიში, თუ საარჩევნოდ ასე აწყობთ და ასეა საჭირო?! ჩემთვის ძალიან შეურაცმყოფელია, როდესაც ადამიანები პროფესიონალიზმს დემაგოგიაში ცვლიან! ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ისინი, ვინც ადამიანებს უნდა ემსახურებოდნენ, ფიცი აქვთ დადებული, სახელისუფლო ტყუილებში ჩაერთვნენ. თუმცა სათავისოდ ყველამ გადასარევი შედეგი დაიდო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რისი ყიდვაც უნდოდათ კანონებით გადაიფორმეს, რაც არა, მიიტაცეს. პოლიკნინიკებს ვგულისხმობ თუნდაც... 10 მილიარდი, რაც დახმარების სახით მივიღეთ, ისე გაქრა და აორთქლდა, ჯანდაცვის სისტემას არაფერი შემატებია. ჯანდაცვის მინისტრი კი, საერთოდ ქვეყნის სირცხვილია! საწოლები გვაქვს მობილიზებული, მაგრამ ექიმები არ გვყოფნისო აცხადებენ, დაანებონ ტელებიზიებში დგომას თავი და ავადმყოფებს მიხედონ მაშინ! ეს ადამიანები პოლიტიკით არიან დაკავებული და არა ვირუსის მკურნალობით. შედეგი კი ისაა, რომ დღეს აღარც ხელისუფლების სჯერა არავის და აღარც ამ გამოჩენილი ექიმების. ეკონომიკა რომ არ დაენგრიათ, უარესი შედეგი გვექნებოდა?! და ახლა, როდესაც ისევ ადამიანებს ზღუდავენ, პასუხი ვინ უნდა აგოს, ისევ ადამიანებმა? ისევ მათ, ვისაც არაფერი დაუშავებია და მთელი მათი დანაშაული ისაა, რომ მათავრობას დაუჯერეს? რადგან ზუსტად მათ დაკარგეს ყველაფერი, ვინც მთავრობას ენდო და დაუჯერა... მოკლედ, ამ ქვეყანაში ყველა გარდაიცვალა, მთავრობაც და ეროვნული ბანკიც. კომერციული ბანკები მთავრობის დადგენილებას არ ასრულებენ, კანონს არღვევენ, ხალხს სულს ხდიან და მთავრობას ეს არათუ აღელვებს, ისევ ეკონომიკას ზღუდავს. სამაგიეროდ გვყავს პრივილეგირებული ადამიანების კლასტერი, ვინც მოიპარა ყველაფერი რაც მოსაპარი იყო, მათ შორის შემოსული დახმარებაც, ადამიანები კი შიმშილისთვის გაწირეს. აი, ეს უნდა დასრულდეს, 31 ოქტომბერს და ყველამ პასუხი უნდა აგოს ადამიანების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის! არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი და არცერთი დამნაშავე დაუსჯელი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს