აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთი ტერტერის რაიონის საარტილერიო დაბომბვას განაგრძობს

სომხეთის შეიარაღებული ძალები ქალაქ ტერტერისა და რაიონის სხვა ტერიტორიის საარტილერიო დაბომბვას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანი ოპერატიულ ვითარებას მთელს ფრონტზე აკონტროლებს.

„ოპერატიულ ვითარებას მთელს ფრონტზე ჩვენი ჯარი აკონტროლებს. განადგურებულია მოწინააღმდეგის კიდევ 3 საარტილერიო რაკეტა, რამდენიმე ნაღმტყორცნი და 3 სატვირთო მანქანა პერსონალით,“- აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ