ამირან გოგიტიძე - მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდებას ქვეყნის მასშტაბით არანაირი საფრთხე არ ემუქრება

მინდა მოსახლეობა დავამშვიდო - გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდებას ქვეყნის მაშტაბით არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგოტიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 36 მედპერსონალია ინფიცირებული და ეს სერვისის მიწოდებას საფრთხეს არ უქმნის.

„სამედიცინო პერსონალის ინიციფრების რაოდენობა გუშინდელი მონაცემებით თბილისში იყო- 10, ხოლო ჯამში შეადგენს 36-ს . გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეიქმენება რაიმე საფრთხე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდების კუთხით, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო პერსონალი ქვეყნის მასშტაბით გვყავს 4200 , ხოლო 36 ინფიცირებული ადამიანი, რა თქმა უნდა, არ გამოიწვევს გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდების შეფერხებას. გახსოვთ, გაზაფხულის პერიოდში გარკვეულ რაიონულ სამსახურებში გვქონდა ინფიცირების ფაქტი და მყისიერად მოვახდინეთ პერსონალის ჩანაცვლება და მობილიზება ისე, რომ არც ერთი წამით მოსახლეობას არ უგძვნია რაიმე საფრთხე, რომ შეფერხება ჰქონოდა სერვისის მიწოდებაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა დავამშვიდო ამ კუთხით და ვთქვა, რომ გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდებას ქვეყნის მაშტაბით არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვეულ რეჟიმში სამედიცინო ბრიგადები აგრძელბენ მუშაობას.

მისივე თქმით, ახალციხესა და ახალქალაქშიც, სადაც ინფიცირების ფაქტები დაფიქსირდა, მოხდა დამატებითი ჯგუფების მობილიზება მეზობელი რაიონებიდან, თუმცა, ამას რომელიმე რაიონში სერვისის გაუარესება არ მოჰყვება.

„ახალციხის და ახალქალაქის შემთხვევაში მოხდა დამატებითი ბრიგადების მობილიზება და ეს დამატებითი ბრიგადები მორიგეობენ ახალციხის და ახალქალაქის რაიონულ სამსახურებში. მინდა განვმარტო, რომ მეზობელი რაიონების დახმარებას, სამედიცინო მომსახურების გაუარესება არ მოჰყვება არც ერთ შემთხვევაში,“- განაცხადა გოგიტიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა