ირაკლი კობახიძე - დმანისში, ჩვენი პარტიის ოფისთან იყო მძიმე პროვოკაცია, როგორც ვიცი, გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილები - უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დმანისში მმართველი პარტიის ოფისთან მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად აფასებს აცხადებს, რომ პარტიის ოფისთან გაისროლეს და შედეგად არიან დაჭრილები.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, პროვოკაციაზე რეგირება უნდა იყოს უმკაცრესი.

"დმანისში, ჩვენი პარტიის ოფისთან იყო მძიმე პროვოკაცია, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში რეაქცია, რაც ჩვენი აქტივის წარმომადგენლების მხრიდან ვიხილეთ, უმძიმესი იყო. მე როგორც ვიცი, გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილები. ასეთ შემთხვევაში, სამართალდამცველების მხრიდან უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო. მითუმეტეს, როდესაც ასეთი რამ ხდება ზუგდიდში, ვიღაც პროვოკაციას აწყობს და ადამიანების დაჭრას აქვს ადგილი, ამას არ აქვს გამართლება და არ შეიძლება რაიმე ფორმით შერბილდეს სანქცია დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უმკაცრესი უნდა იყოს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ცნობისთვის, დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან ინციდენტი მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს