კონსტანტინ ზატულინი - საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთში საჭირო ძალები და საშუალებები გაიგზავნება

რუსეთის დუმის დეპუტატი, კონსტანტინ ზატულინი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სომხეთში, შესაძლოა, საჭირო ძალები და საშუალებები გაიგზავნოს.

"გასაგებად უნდა ავუხსნათ საქართველოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მან მშვიდად უნდა მიიღოს ის, რომ მისი საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთში საჭირო ძალები და საშუალებები გაიგზავნება. ეს იქნება იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან საუბარია კავკასიაში “ბოევიკების” შეღწევაზე, რაც დააზარალებს რუსეთს, საქართველოსაც და ყველას. ზომები უნდა მივიღოთ", - ამბობს ზატულინი.

მისი თქმით, აზერბაიჯანს და თურქეთს რეგიონში სამხედრო რევანში სურთ, ამიტომ რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში წამყვანი ქვეყანაა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე