რუსთავში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა და საპატიო რუსთაველები დაჯილდოვდნენ

რუსთავში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი, რომლის ავტორიც მოქანდაკე ვალერიან ჯიქიაა, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში, საზოგადოება ,,რუსთაველების" და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განთავსდა.

ღონისძიებას, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საზოგადოება ,,რუსთაველების“ დამფუძნებლები, ,,ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

,,რამდენიმე დღის წინ, რუსთავში გაიხსნა მერაბ კოსტავას მემორიალი, ხოლო დღეს - ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, მისივე სახელობის სკვერში. ამით, ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, ვინც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს, ჩვენს შვილებს კი ვასწავლით, რომ უნდა ახსოვდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და მისი გმირები“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, მისივე სახელობის სკვერში განთავსდა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

,,ისტორიულად გარდამტეხ პერიოდებში, ყველა სახელმწიფოსა და ყველა ერში ჩნდებიან გამორჩეული ლიდერები, რომლებიც თავიანთ მისიას ასრულებენ ქვეყნისა და ერის წინაშე. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომელთაც შეძლეს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო მთელი ერის გაერთიანება და უდიდესი ბრძოლისა და შრომის ფასად მიაღწიეს კიდეც ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს, 2020 წლის საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ქვემო ქართლის გუბერნატორმა, რუსთავის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, საპატიო რუსთაველის წოდება მიულოცეს, სპეციალური სიგელები და მედლები გადასცეს, სხვადასხვა პროფესიის 21 ღვაწლმოსილ რუსთაველს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს