ლევან გოგიჩაიშვილი - ცესკო მიყვება ირაკლი კობახიძის ინსტრუქციას, ათიათასობით ადამიანს ექნება წართმეული ხმის უფლება ამ არჩევნებზე

ცესკო მიყვება ირაკლი კობახიძის ინსტრუქციას, ათიათასობით ადამიანს ექნება წართმეული ხმის უფლება ამ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც კოვიდ ინფიცირებულებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით ცესკო-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არჩევნები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გარეშე არ ჩაივლის.

„ცესკო აბსოლუტურად მოუმზადებელია, მოუმზადებელია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და მოუმზადებელია ზოგადად სახელმწიფო პანდემიის იმ მასშტაბისთვის, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ, მივიღეთ იმის გამო, რომ უპასუხისმგებლოდ მოიქცა ხელისუფლება. ჩვენ გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა კოჯორში, რომელმაც თქვა, რომ დაამარცხეს კოვიდი და დღეს ვართ ამ სიტუაციაში. ეს არის გახარიას პასუხისმგებლობა, მთავრობის და აბსოლუტურად უვიცი ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობა, მათ შორის, პარლამენტის პასუხისმგებლობა, რომლებიც უპასუხისმგებლოდ ამბობენ, რომ აკონტროლებენ სიტუაციას, რას აკონტროლებს რატი იონათამიშვილი, ან ხუნდაძეს კითხეთ, რას აკონტროლებს? ესენი არიან უპასუხისმგებლო ადამიანები.

რაც შეეხება ცესკოს, ვფიქრობ, გაჩნდება ხმებით მანიპულირების მექანიზმები, არ არის საკმარისი ღიმილიანი ახალგაზრდა სტუდენტის გამოყვანა კლიპში, რომ ადამიანები დარაზმო და წაიყვანო რეგისტრაციისთვის. ამას სჭირდებოდა დრო, ორგანიზება, რესურსი, ამიტომ ის ყუთები, რომელიც იმოძრავებენ, იქნება სერიოზული გაყალბების საშუალება.

ცესკო მიყვება ირაკლი კობახიძის ინსტრუქციას, კითხვის ნიშნის ქვეშ არ არის, რომ დამოუკიდებელი წევრები „ქართული ოცნების" აქტივისტები არიან, შესაბამისად მე ვერ ვგრძნობ, რომ ცესკო-ს პასუხისმგებლობა აქვს ამ არჩევნებთან მიმართებაში, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება კონსტიტუციური უფლების გარეშე და ისინი ვერ მისცემენ ხმას. ესეთები არიან ათეულ ათასობით, ერთ კოვიდ ინფიცირებულზე მოდის 5-7 ადამიანი თვითიზოლაციაში. დათვალეთ და ნახავთ, რომ ათიათასობით ადამიანს ექნება წართმეული ხმის უფლება ამ არჩევნებზე,"- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა