ცესკო-სთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ცესკო-სთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს. ამის საშუალება კი მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

"კარვის გაშლა გვინდა, სამი საათია ვითხოვთ, რომ ჩამობრძანდეს ეს ქალბატონი და პასუხები გაგვცეს კითხვებზე, რას უპირებს იმ 100 000 ადამიანს, რომელსაც ხმის უფლებას ართმევს. პოლიციელებმა ყველაფერი, უკადრებელი იკადრეს", - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით ცესკო-სთან მომხდარი ინციდენტის შედეგად "ლეიბორისტული პარტიის" 3 წევრი დააკავეს, 2 კი დაშავდა.

გიორგი გუგავას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე ძალადობრივი ხერხების გამოყენება დაიწყო.

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდებს, სამართლიანი მოთხოვნები ჰქონდათ ცესკო-სთან, რომ ადამიანებს არ წაართვან ერთ-ერთი მთავარი უფლება, როგორიც არის არჩევნებში მონაწილეობა. ასიათასობით ადამიანია, რომელსაც უკრძალავენ არჩევნებში მონაწილეობას, იმას ვინც იზოლაციაშია და კოვიდდაავადებულები არიან. პოლიციამ მიიღო დავალება გამოიყენეს ძალა დაშავებულია 2 ახალგაზრდა და 3 დააკავეს, სამმართველოში გადაიყვანეს ",-განაცხადა გუგავამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს