ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა მთავრობის მხრიდან პირველადი სასურსათო პროდუქტების ფასის სუბსიდირების პროგრამა, მინისტრმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ინტერვენციის საჭიროების წინაპირობები არ არსებობს.

„რაც შეეხება პროდუქტების სუბსიდირებას, ჩვენ იმპორტის წახალისება გავაკეთეთ, რადგან არაორდინალური ნაბიჯები იყო გადადგმული მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რაც უკავშირდებოდა ექსპორტების ლიმიტირებას და სხვადასხვა ბარიერს. ასეთი რამ ახლა არ მოიაზრება, ასეთი წინაპირობები ბაზარზე არ არსებობს და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ინტერვენციას ახალ არ ვგეგმავთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხორბლისა და ფქვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გარკვეულ სპეკულაციებს აქვს ადგილი და სასურსათო მომარაგების კუთხით არანაირი წყვეტა არაა მოსალოდნელი.

„მიკვირს ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული სპეკულირება, რომელიც ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით ხდება. მსოფლიოში ხორბლის საერთო ნაშთები კრიტიკულად არ გამოიყურება. ვაკვირდებით ამ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე ნაშთებს საქართველოში იმისთვის, რომ სასურსათო უზრუნველყოფაში არ იყოს არანაირი წყვეტა. ეს არ ყოფილა გაზაფხულზე და არ იქნება მომავალშიც, ამას ვამბობ პირდაპირ, სრული პასუხისმგებლობით. ამიტომ როდესაც ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი ცოტა მიკვირს. ჩვენ დავამტკიცეთ, ვაჩვენეთ, რომ პროცესის მართვა შეგვიძლია და კრიტიკულ სიტუაციაში ამას ისე ვმართავთ, რომ ჩვენი მოსახლეობა მინიმალურად იგრძნობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზაფხულზე, პანდემიის პირველი ეტაპის დროს, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამა ითვალისწინებდა იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა მთავრობის მხრიდან პირველადი სასურსათო პროდუქტების ფასის სუბსიდირების პროგრამა, მინისტრმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ინტერვენციის საჭიროების წინაპირობები არ არსებობს.

„რაც შეეხება პროდუქტების სუბსიდირებას, ჩვენ იმპორტის წახალისება გავაკეთეთ, რადგან არაორდინალური ნაბიჯები იყო გადადგმული მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რაც უკავშირდებოდა ექსპორტების ლიმიტირებას და სხვადასხვა ბარიერს. ასეთი რამ ახლა არ მოიაზრება, ასეთი წინაპირობები ბაზარზე არ არსებობს და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ინტერვენციას ახალ არ ვგეგმავთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხორბლისა და ფქვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გარკვეულ სპეკულაციებს აქვს ადგილი და სასურსათო მომარაგების კუთხით არანაირი წყვეტა არაა მოსალოდნელი.

„მიკვირს ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული სპეკულირება, რომელიც ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით ხდება. მსოფლიოში ხორბლის საერთო ნაშთები კრიტიკულად არ გამოიყურება. ვაკვირდებით ამ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე ნაშთებს საქართველოში იმისთვის, რომ სასურსათო უზრუნველყოფაში არ იყოს არანაირი წყვეტა. ეს არ ყოფილა გაზაფხულზე და არ იქნება მომავალშიც, ამას ვამბობ პირდაპირ, სრული პასუხისმგებლობით. ამიტომ როდესაც ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი ცოტა მიკვირს. ჩვენ დავამტკიცეთ, ვაჩვენეთ, რომ პროცესის მართვა შეგვიძლია და კრიტიკულ სიტუაციაში ამას ისე ვმართავთ, რომ ჩვენი მოსახლეობა მინიმალურად იგრძნობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზაფხულზე, პანდემიის პირველი ეტაპის დროს, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამა ითვალისწინებდა იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო