გიორგი გახარია - ქვეყნის მასშტაბით სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებებით

ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოკდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წინასაარჩევნო კონტექსტში „ლოკდაუნზე“ საუბარი კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ იყენებენ ასეთ საკითხებს გარკვეული პოლიტიკური ძალები ხმების დასაგროვებლად.

„ბევრი იყო საუბარი წინასაარჩევნო კონტექსტში „ლოკდაუნთან“ დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთი მაგალითია არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოკდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით არ იქნება და ვერ იქნება.

მარტივად აგიხსნით რატომ - იმიტომ, რომ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში დღეიდან უკვე აქვს ფასი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომოკური აღდგენა გახდება ნომერი პირველი პრიორიტეტი. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ სპეკულირებდა ზოგიერთი პირველი ტალღის დროს ტესტირებების რაოდენობაზე, სწრაფ ტესტებზე და ა.შ. დრომ ყველაფერი აჩვენა. ზუსტად ასე იქნება მეორე ტალღის დროსაც. მეორე ტალღის ეფექტურობა მსოფლიოში გლობალურად შეფასებული იქნება რამდენიმე კრიტერიუმით და ეკონომიკური რესურსის შენარჩუნება და მინიმალური ზიანი ეკონომიკაზე იქნება ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ალბათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სისტემური „ლოკდაუნი“ ქვეყნის მასშტაბით არ იქნება, იქნება წერტილოვანი, დროებითი კონკრეტული მიზნების მისაღწევად. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია თუ რამდენად ეფექტურად დავიცავთ ჩვენ კონკრეტულ წესებს, პირბადეებს, დისტანციას და ა.შ. ასე რომ, ესეც მეორე ტალღაზე ჩვენი საერთო გამარჯვება უნდა იყოს,“- განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: იქნება თუ არა ქვეყნის მასშტაბით სისტემური „ლოკდაუნი“? - პრემიერი განმარტებას აკეთებს

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა