ივანე მაჭავარიანი - ვირუსის გავრცელების შეზღუდვებით შეკავება ძვირი დაგვიჯდება, ახლა პრაქტიკულად ბეწვის ხიდზე გავდივართ

წესების დაცვა მინიმალური დისკომფორტია, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და ეკონომიკურ ფასს გადავიხდით,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა, სექტემბრის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წესები დავიცვათ და ის პოზიტიური ტენდენცია შევინარჩუნოთ, რაც ეკონომიკური ზრდის კუთხით გვაქვს.

მისივე თქმით, სექტემბერში ეკონომიკის 0.7%-იანი შემცირება მეტყველებს, რომ მთავრობამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა კრიზისის საპასუხოდ. „ძალიან პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდა სექტემბერში 0.7%-იანი შემცირებაა, რაც ნიშნავს,რომ თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს მიმდინარე წლის სექტემბერში, როგორიც გასულ წელს იყო. იცით, რომ წელს სერიოზული ფისკალური სტიმული მივეცით, ამ სტიმულის საფუძველზე ტურიზმის სექტორში არსებული ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური დანაკლისის ნაწილობრივი კომპენსაცია მოხდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფისკალური სტიმული მუშაობს, ეკონომიკური პოლიტიკა და პასუხი 2020 წლის კრიზისის მიმართ ადეკვატური იყო. ამას „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგნოზებიც მოწმობს. მიმდინარე ეკონომიკურ აქტივობებს, რასაც ვუყურებთ ძალიან კარგი გვაქვს, ამას შენარჩუნება სჭირდება. გაცილებით იოლია პირბადის გამოყენება და სხვა წესების დაცვა, ესაა მინიმალური დისკომფორტი, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და ეკონომიკურ ფასს გადავიხდით, ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია.

ვირუსის გავრცელების შეზღუდვებით შეკავება ძვირი დაგვიჯდება. ახლა პრაქტიკულად ბეწვის ხიდზე გავდივართ“,-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე განცხადებით, პანდემიის შემდეგ ყველა ქვეყანა ორი მთავარი კრიტერიუმით შეფასდება: სად იყო გარდაცვალებულთა ყველაზე დაბალი პროცენტული რაოდენობა და ეკონომიკის ნაკლები დაზიანება. მაჭავარიანის თქმით, ამ მიმართულებებით საქართველო ლიდერობს და ყველა წინაპირობაა, რომ საუკეთესო იყოს. ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა. იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5%-ს შეადგენს.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს