ბადრი ჯაფარიძე - უკვე ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდა, მაგრამ საჭიროა, ეს დამარცხება იყოს დამაჯერებელი

უკვე ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდა, მაგრამ საჭიროა, ეს დამარცხება იყოს დამაჯერებელი - არავინ არ უნდა დარჩეს სახლში და ისე, რომ ხმა არ მისცეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ- ერთმა ლიდერმა, საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძე განაცხადა.

მან მოუწოდა ამომრჩევლებს, დარჩენილი ორი საათის განმავლობაში მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და მისცენ ხმა.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა და მხარდამჭერებმა დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, ჩვენ ძალიან კარგი გამოცხადება გვაქვს არჩევნებზე. ცხადია და უკვე ნათელია, „ქართული ოცნება“ დამარცხდა, ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მხარდამჭერებს, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, საჭიროა, ეს დამარცხება იყოს დამაჯარებელი და იმისთვის, რომ ისინი გახდნენ ჩვენი ქვეყნის გამარჯვების თანამონაწილეები, არავინ არ უნდა დარჩეს სახლში და ისე, რომ ხმა არ მისცეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. გახდით ჩვენი ქვეყნის გამარჯვების თანამონაწილეები! მოგიწოდებთ ყველას, ვინც ამ წუთამდე არ იყო საარჩევნო უბნებზე, გთხოვთ, მიხვიდეთ და მისცეთ ხმა თქვენი ოჯახების, თქვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. ნათელია, რომ ჩვენმა ერმა კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის ვარდნა და დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, არის დარღვევები რიგ საარჩევნო ოლქებში.

„მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს, ყველა დარღვევა იქნას სათანადოდ აღრიცხული და ვამხილოთ დამრღვევები - ეს არის ჩვენი პასუხი იმ სამწუხარო დარღვევებზე, რომელიც ინსპირირებულია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ. არ უნდა დავუშვათ არცერთი ხმის მოპარვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება დამაჯერებელი იყოს და ოპოზიციურმა პარტიებმა დიდი სხვაობით გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა