ირაკლი კობახიძე - ველით 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში უპირობო გამარჯვებას

ახლა ველით 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში უპირობო გამარჯვებას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა მეორე ტური გაიმართოს, თუმცა, მმართველი გუნდი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ველით 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში უპირობო გამარჯვებას. ჩვენ პირველივე ტურში ვიგებთ არჩევნებს. თუმცა, დანარჩენ შემთხვევებში გვექნება მეორე ტური და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ არჩევნების მოგებაში.

მეორე ტურის ალბათობაზე მოგახსენებთ, ჩვენ ანალოგიური შედეგი ვაჩვენეთ ზუსტად 2016 წელს. მაშინ 2/3-ში დაგვჭირდა მეორე ტური. ამ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ დაახლოებით ნახევარში გვჭირდება მეორე ტური ან უფრო ნაკლებია შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ანალოგიურია. ამ, შემთხვევაში ალბათობა მაღალია, რომ ნახევარში ან თუნდაც 2/3-ში მეორე ტურები დაგჭირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ოლქების დაახლოებით ნახევარში გვჭირდება მეორე ტური“,-განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა