მარნეულში "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი - ერთ-ერთ უბანზე ყუთიც კი არ იძებნება, არც საბოლოო ოქმი არსებობს

"ქართულმა ოცნებამ“ ყველა ხერხი გამოიყენა იმისათვის, რომ არჩევნები გაეყალბებინათ, - ამის შესახებ მარნეულში "ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა მურად მურადოვმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყველა უბანზე დაფიქსირდა დარღვევა, საარჩევნო პროცესი კი დაემსგავსა ე.წ. "სომხურ კარუსელს".

"ერთ-ერთ უბანზე საერთოდ ყუთიც კი არ იძებნება, არც საბოლოო ოქმი არსებობს. დაფიქსირდა მომენტები, როდესაც თავად ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები უმიზეზოდ გააძევეს. პლუს ამას, ისეთმა მაჟორიტარობის კანდიდატებმა მიიღეს ხმები, რომელთა ცნობადობაც მარნეულში ნულია, ეს კი დიდ ეჭვს ბადებს", - განაცხადა მურად მურადოვმა.

"ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, ისინი 16:00 საათზე თბილისში ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ აქციას უერთდებიან.

იხილეთ ვიდეო:"ერთ-ერთ უბანში არც ყუთი იყო და არც ოქმები" - რა ხდებოდა მარნეულში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო