გია ხუხაშვილი - მაღალი ალბათობით ვადამდელი არჩევნები იქნება

ასე ხდება, როცა შენ ებრძვი ურჩხულს მისივე მეთოდებით, იმისთვის, რომ დაამარცხო, შენ უარესი ურჩხული ხდები, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხუხაშვილა განუცხადა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერზე ხელი მოაწერა, არცერთ მანკიერებაზე უარი არ თქვა და არჩევნებზე მანიპულაციების თვალსაზრისით, წინა ხელისუფლებისგან, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ ყველაფერი კარგად ისწავლა.

„მან დაკარგა მორალური უფლება, რომ ხელი გაიშვიროს ვიღაცისკენ, რომ ის რაღაცას ცუდად აკეთებდა. თვითონ პრაქტიკულად არაფერზე უარს არ ამბობს. საბოლოო ჯამში, ასე ხდება, როცა შენ ებრძვი ურჩხულს მისივე მეთოდებით, იმისთვის, რომ დაამარცხო, შენ უარესი ურჩხული ხდები. ეს დაემართა სამწუხაროდ ადამიანს, რომელზეც მე პირადად დიდ იმედებს ვამყარებდი და მეგობრადაც მიმაჩნდა. ჩემთვის სევდის მომგვრელია, ადამიანი, რომელთან ერთადაც თავის დროზე ამ მანკიერებას ვებრძოდით, თვითონ დაემსგავსა იმ ურჩხულს, რომელსაც, თითქოს ერთად ვებრძოდით“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი ვარაუდით, „ქართული ოცნება“ მე-10 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის აღების შემთხვევაში, სრული 4-წლიანი ვადით მაინც ვერ იქნება.

„ჩვენ გვეყოლება პარლამენტი, რომელშიც ერთ მხარეს იქნება რაოდენობრივი უმრავლესობა რუხი, პოლიტიკურად გამოუცდელი, უმწიფარი, პოლიტიკისთვის უცხო და მეორე მხარეს ჩვენ გვეყოლება უამრავი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გამობრძმედილია გინდ ნეგატიური, გინდ პოზიტიური პოლიტიკური გამოცდილებით. დავუშვათ, პროპორცია დალაგდა 60%-40%-ზე ან 55%-45%-ზე, ასეთ მოცემულობაში, ხელისუფლება პარალიზებული იქნება. ქვეყანა დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე. ამ დროს პარლამენტში ზის შალვა ნათელაშვილიდან დაწყებული ყველა ლიდერი, რომელიც როგორც რიტორიკით, ასევე პოლიტიკური გამოცდილებით ბევრად უკეთესად გამოიყურება, ბევრად უფრო წონადად გამოიყურება, ერთ მხარეს არის ბევრად უფრო დიდი პოლიტიკური წონა და მეორე მხარეს რაოდენობრივი უპირატესობა. ეს პარლამენტი ვერ იქნება ფუნქციონალური და ამ პრობლემების ფონზე ვადის ბოლომდე ვერ გაატანს. ვადამდელი არჩევნები მაღალი ალბათობით იქნება. ვერც ერთ კანონს ვერ მიიღებენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 3007 დათვლილი უბნიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 48.36 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” 26.35 % აქვს, "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" -3.79%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" - 3.2%, "სტრატეგია აღმაშენებელს” - 3.16 % „ლელოს“ - 3.27 %. „გირჩს“ – 3.07 %, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეებს“ - 1.4 %. "საქართველოს ლეიბორისტული პარტის" – 1,01 %.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია