ეკა ბესელია - არჩევნების ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს, ასე ქვეყნის მართვა შეუძლებელი იქნება

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, 2020 წლის არჩევნები ტოტალური გაყალბებით ჩატარდა. როგორც მან აღნიშნა, ახლა ხმების დასაცავად ოპოზიციის გაერთიანებას და ერთიან პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ასეთი ტოტალური გაყალბება არ მახსენდება, არჩევნების ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს. ეს არ იყო თავისუფალი არჩევნები. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის და მონაწილე სუბიექტის ერთიანი პოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნა. მგონია, რომ მათი დასკვნა უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორი არჩევნებიც ჩატარდა. ტოტალურმა მოსყიდვამ, ზეწოლამ და მანიპულაციამ გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე. ეს არის მთავარი, რომ არჩევნების შედეგები შეცვალა.

კოორდინაცია უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაღიარებინოთ "ქართულ ოცნებას"- მან არ ჩაატარა თავისუფალი არჩევნები. არ უნდა მოხდეს არჩევნების ლეგიტიმაცია. ასე ქვეყნის მართვა შეუძლებელი იქნება",-განაცხადა ბესელიამ.

მან აღნიშნა, რომ აქციის ჩატარების იდეას უერთდება.

"იდეას ვუერთდები. ვემხრობი, რომ საკუთარი სამოქალაქო და კონსტიტუციური უფლების დაცვა ყველამ უნდა შეძლოს. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ხმის დაცვა და თავისუფალი არჩევანის უფლებით რეალიზება, მაშინ რაზე ვლაპარაკობთ, რა უნდა დავიცვათ",-განაცხადა ბესელიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია