ბადრი ჯაფარიძე - ამას არ შეიძლება დემოკრატიული არჩევნები ეწოდოს, ეს იყო სიყალბით, ძალადობით გაჯერებული დღე

ამას არ შეიძლება დემოკრატიული არჩევნები ეწოდოს. ეს იყო სიყალბით, ძალადობით გაჯერებული დღე, - ასე აფასებს საპარლამენტო არჩევნების შედეგს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ.

„წინასაარჩევნო პროცესი იყო ასევე დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად იმიტომ, რომ ის არ ასახავს ჩვენი საზოგადოების განწყობებს. ჩვენ დღეს შევთანხმდით იმაზე, რომ ყველანი ერთად ვაფასებთ ამ არჩევნებს, როგორც არალეგიტიმურს და არ ვცნობთ მის შედეგებს. დანარჩენ ნაბიჯებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და ჩვენი პოზიცია გვექნება",-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია