სალომე სამადაშვილი - ამ შედეგებს არ მივიღებთ, ვითხოვთ ახალ არჩევნებს

ამ შედეგებს არ მივიღებთ, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და დღეს ქართველი ხალხი და სრულიად ოპოზიციური სპექტრი ამ მოთხოვნით ვიკრიბებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა დემოკრატიული პროცესი გააუქმა და დღეს ოპოზიციური ძალა დემოკრატიული პროცესის აღდგენას ითხოვს.

„გუშინ, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ უპრეცედენტო გაყალბების ფაქტი ჩაიდინა. ესაა საკუთარი ხალხის წინაშე დანაშაული, რეალურად ეს შედეგები, რაც ოფიციალურად გამოქვეყნდა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას არ ასახავს. ამიტომ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ მივიღებთ - ვითხოვთ ახალ არჩევნებს და დღეს, სწორედ ამ მოთხოვნით, ქართველი ხალხი და სრულიად ოპოზიციური სპექტრი იკრიბება. ესაა ყველა ოპოზიციური პარტიის შეხედულება - ივანიშვილმა დემოკრატიული პროცესი გააუქმა და დღეს ჩვენ დემოკრატიული პროცესის აღდგენას ვითხოვთ. ახლა გადამწყვეტი ბრძოლა იწყება, რომელიც ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება", - განაცხადა სამადაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება