თორნიკე ჯანაშვილი - ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ „რეფორმერი“ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს

პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარის, თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სამარცხვინო არჩევნები, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

„ეს პროცესი აზიანებს ქვეყნის იმიჯს, განვითარებას, დემოკრატიულ პროცესებს. არჩევნები ჩატარდა წარმოუდგენელი დარღვევებით თითქმის ყველა ოლქში. ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ „რეფორმერი“ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.

„რეფორმერი“ ყოველთვის იქნება ხალხის გვერდით, ჩვენ ვუერთდებით პროტესტს მოქალაქეთა ხმების დასაცავად, ჩვენ დავიცავთ თითოეული მოქალაქის ხმას. ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას და პოლიტიკურ ინტერესებს, ჩვენ დავიცავთ როგორც ჩვენს, ასევე სხვა პარტიების მხარდამჭერთა ხმებს, ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ, რომ საქართველო იყოს ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანა.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები, მიითვისოს და მოიპაროს ყველამ, ვისაც ეს მოესურვება. 21-ე საუკუნეში დემოკრატიული არჩევნები არის ხალხის მოთხოვნა. ჩვენ ვუერთდებით პროტესტს, რომელიც იმართება მოქალაქეთა ხმების დასაცავად“, - აცხადებს პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია