ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე - იციან, რომ აგებენ და მარცხის გაფორმებას ერიდებიან

ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ მეორე ტურში ყველა ოლქში წააგებს.

„ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ არჩევნების შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია უსათუოდ ეცდებოდა დესტრუქციას. აშკარაა, რომ ხალხის მხარდაჭერის არქონის ფონზე, ისინი არჩევნებში საკუთარ შანსს ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ, დესტრუქცია არის მათთვის ერთგვარი ხავსი, რომელსაც ისინი 2012 წლიდან ეჭიდებიან. იგივე მიზეზით თქვეს მათ რამდენიმე თვის წინ უარი იმ საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაზე, რომელიც პარტიებს შორის საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმდა.

ჩვენი პარტნიორების თვალთახედვით, ახალი, არსებითად პროპორციული სისტემა ნულოვანი საარჩევნო ბარიერით უნდა გახდეს მყარი საფუძველი საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისათვის. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენ მეგობარ 4 ელჩს, რომელთა ძალისხმევით დაძლეულ იქნა ჭარბი უმრავლესობის მრავალწლიანი პრობლემა და ახალ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა 9 პოლიტიკურ პარტიას მიეცა. როგორც ხედავთ, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ამ ძალისხმევას როგორც მაშინ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის არმიცემით, ისე ახლაც უპასუხისმგებლოდ და უდიერად ეპყრობა.

როგორც ხედავთ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევას, როგორც მაშინ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის არმიცემით, ისე ახლაც, უპასუხისმგებლოდ და უდიერად ეპყრობა. გარდა ამისა, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე. მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე, ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის და ჩვენ დარწმუნებულები ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ის ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით 1%-იანი ბარიერი გადალახეს.მანდატებზე უარი თქვეს შემდეგმა პარტიებმა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ერთიანი ლეიბორისტული პარტია“. ამ დროისთვის უცნობია პარტია „ალეკო ელისაშვილი -მოქალაქეების“ პოზიცია, რომელსაც ახალარჩეულ პარლამენტში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით 2 მანდატი ექნება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს