გლდანის ციხესთან ახალგაზრდებმა გიორგი რურუას მხარდასაჭერად „სოლიდარობის ჯაჭვი“ გააკეთეს

ე.წ. გლდანის ციხესთან ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და გიორგი რურუას მხარდამჭერებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა ,,სოლიდარობის ჯაჭვი” გააკეთეს და ფოიერვერკები გაისროლეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ონიანის განცხადებით, ციხის შიგნით გიორგი რურუაზე განხორციელებული თავდასხმა მმართველი პარტიის მხრიდან დაშინების მცდელობა იყო.

"ამ უწყებაში არაფერი არ ხდება ისე, რაც არ უნდა ადმინისტრაციას. მათ რომ არ სდომებოდათ, ცალკე საკანში მყოფი ადამიანი ვერცერთ სხვა პატიმარს ვერ შეხვდებოდა და ეს ინციდენტიც არ მოხდებოდა. მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია გიორგი რურუაზე რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი და ერთ-ერთი მედიის მეწილე. სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური აქტი და დაშინების მცდელობა”, - აღნიშნა გიორგი ონიანმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოიყვანეს საკნიდან და გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს. მათივე განცხადების თანახმად, ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია.

„გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა. როდესაც პ.ნ.-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ.-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი რურუას ადვოკატი მომხდარ ინციდენტს ხელისუფლებას უკავშირებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გლდანის ციხესთან ახალგაზრდებმა გიორგი რურუას მხარდასაჭერად  „სოლიდარობის ჯაჭვი“ გააკეთეს

ე.წ. გლდანის ციხესთან ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და გიორგი რურუას მხარდამჭერებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა ,,სოლიდარობის ჯაჭვი” გააკეთეს და ფოიერვერკები გაისროლეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ონიანის განცხადებით, ციხის შიგნით გიორგი რურუაზე განხორციელებული თავდასხმა მმართველი პარტიის მხრიდან დაშინების მცდელობა იყო.

"ამ უწყებაში არაფერი არ ხდება ისე, რაც არ უნდა ადმინისტრაციას. მათ რომ არ სდომებოდათ, ცალკე საკანში მყოფი ადამიანი ვერცერთ სხვა პატიმარს ვერ შეხვდებოდა და ეს ინციდენტიც არ მოხდებოდა. მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია გიორგი რურუაზე რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი და ერთ-ერთი მედიის მეწილე. სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური აქტი და დაშინების მცდელობა”, - აღნიშნა გიორგი ონიანმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოიყვანეს საკნიდან და გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს. მათივე განცხადების თანახმად, ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია.

„გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა. როდესაც პ.ნ.-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ.-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი რურუას ადვოკატი მომხდარ ინციდენტს ხელისუფლებას უკავშირებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია