დავით ზალკალიანმა კოლეგებს ქართული დიპლომატიის დღე მიულოცა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კოლეგებს ქართული დიპლომატიის დღე მიულოცა. მისი თქმით, გლობალურმა პანდემიამ დაგვანახა თუ როგორი შემართებით იცავდნენ ქართველი დიპლომატები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, შორეულ სახელმწიფოებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და ცდილობდნენ დახმარებოდნენ ქვეყანას კრიზისის დაძლევაში.

ზალკალიანმა კოლეგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძვირფასო კოლეგებო და ჩემო მეგობრებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - ქართული დიპლომატიის დღეს! მეამაყება ვუძღვებოდე და წარმოვადგენდე იმ გუნდს, რომელიც მსოფლიოში არსებული რთული გარემოს მიუხედავად, წარმატებით ახერხებს ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანებისა და მიზნების გადაწყვეტას, ღირსეულად პოზიციონირებს საქართველოს ინტერესებს გლობალურად და მთელ მსოფლიოს აცნობს ჩვენს სამშობლოს! ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო. გლობალური პანდემიის მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიწყვეტია აქტიური მუშაობა საგარეო პოლიტიკური მიმართულებით და 2020 წელს კვლავ გადავდგით ნაბიჯები საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებისკენ, ისევე როგორც წარმატებით მოვახერხეთ საერთაშორისო მხარდაჭერისა და სოლიდარობის კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის ირგვლივ.

დღევანდელ დღეს არ შეიძლება არ მოვიგონოთ ის ადამიანები, რომლებიც ქართული დიპლომატიის სათავეებში იდგნენ და საკუთარი ცოდნით, ერთგულებითა და გამოცდილებით მნიშვნელოვანი გზა გაუკვალეს მათ, ვინც დღეს საქმიანობენ საქართველოს დიპლომატიის რიგებში. განსაკუთრებით მინდა მივესალმო იმ ახალგაზრდებს, ვინც საკუთარ მომავალ პროფესიად აირჩია დიპლომატია, დღეს ჩვენს რიგებშია ან მომავალში შემოგვიერთდება. ჩემი გამოცდილებით - ადამიანის, რომელმაც მთელი ცხოვრება ამ პროფესიას მივუძღვენი, გარწმუნებთ, არაფერია იმაზე საამაყო, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესს წარმატებით იცავ და ყოველდღე შრომობ, რათა საქართველოს ეკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოში.

ჩვენმა თაობამ ბევრი და ხშირად წარმოუდგენელიც კი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს ჩვენს სამშობლოს მთელს მსოფლიოში იცნობენ, როგორც წარმატებულ, დემოკრატიულ, ევროკავშირის ასოცირებულ და ნატოს ასპირანტ ქვეყანას და აღიარებენ საქართველოს ლეგიტიმურ მიზანს, გახდეს ამ ორგანიზაციების ღირსეული წევრი! ჩვენმა ხელისუფლებამ გააჟღერა ამბიციური გადაწყვეტილება 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების შესახებ! ეს მიზანი, განსაკუთრებით დიპლომატიური სამსახურის მხრიდან, მოითხოვს დიდ შრომას და ამ გზაზე ჩვენს ქვეყანას თქვენი იმედი აქვს! მსოფლიოს ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და ცენტრალური აპარატის თითოეულ თანამშრომელს გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ წარმატებას!“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა