„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, 200 კვტ-ის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარება, სრულად აუნაზღაურდებათ

საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სუბსიდირების პროგრამის მიხედვით, აბონენტებს, რომლებიც 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) 200 კვტ-ის ჩათვლით მოიხმარენ ელექტროენერგიას, საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ,,ენერგო-პრო ჯორჯიადან’’ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’ აღნიშნულ პერიოდში, ყოველ თვე გააფორმებს ხელშეკრულებას ეკონომიკის სამინისტროსთან, რომლის მიხედვითაც, კომპანია მიაწვდის სამინისტროს აბონენტების ჩამონათვალს, რომლებიც მოხვდებიან სუბსიდირების პროგრამაში.

„აღსანიშნავია, რომ მაგალითად ნოემბრის თვის ელექტროენერგიის მოხმარების საფასურს, აბონენტები იხდიან დეკემბერში, დეკემბრის თვის მოხმარებას - იანვარში და ა.შ. შესაბამისად, თუ აბონენტს აქვს ოქტომბრის ან წინა თვეების დავალიანება, მათ თავად უნდა გადაიხადონ საფასური.

სემეკის ვებგვერდზე მოქმედებს კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმა (https://gnerc.org/ge/covid-19), სადაც იმ მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია, თუმცა სოლიდარობის ნიშნად, სურთ არ ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სემეკის ქოლ ცენტრს - 16 216“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება