აშშ-ის ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა ათობით ადამიანი დააკავეს

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა 50-მდე პირი დააკავეს.

Reuters-ის ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელებები მოეწყო ქალაქ პორტლენდშიც, სადაც პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა და პიროტექნიკა, უროები და ცეცხლსასაროლი იარაღი ამოიღო.

დემონსტრანტები ხმების დათვლის პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციები გაიმართა ატლანტაში, დეტროიტსა და ოკლენდშიც.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025