ლევან კობერიძე - „ოცნება“ დაკავებულია ადამიანების გატაცებით, ეს ტერორიზმთან გათანაბრებული მოვლენაა, როცა ხელისუფლება ადამიანებს იტაცებს, ეს არ არის უბრალოდ ხმები

პარტია „ლელოს“ წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მაგალითია, როდესაც პარტია წყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს ცესკო. მან დღევანდელ ბრიფინგზე საოლქო საარჩევნო კომისიებში გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ლელო“ მოქალაქეების ხმების დასაცავად ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს.

„გუშინ ჩვენ დავინახეთ კიდევ ერთი თვალნათელი მაგალითი, როდესაც პარტიული და სახელმწიფო სტრუქტურები ქვეყანაში რეალურად აღრეულია. პრაქტიკულად, პარტია იძლევა დავალებებს ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ. ეს არის ჩრდილოეთ კორეის მაგალითი, როდესაც პარტია წყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს ცესკო. ეს არის ჩრდილოეთ კორეის მაგალითი, როდესაც პარტია იძლევა დავალებებს, უნდა გადათვალონ თუ არ უნდა ხმები. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ფაქტის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში მკაფიოდ ხაზგასმული იყო, როგორც ძალიან დიდი პრობლემა და წუხილი, რომ საქართველოში პარტიასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის რეალურად ზღვარი წაშლილია. რა მივიღეთ ჩვენ გუშინ - გუშინ პარტიული დავალების საფუძველზე ძალიან სწრაფად თქვეს უარი ყველა იმ საჩივარზე, რაც უკავშირდებოდა უბნების გახსნას და ხმების გადათვლას. გადაგვამისამრთეს სასამართლოში. იმ სასამართლოში, რომელსაც ვერანაირად ვერ ექნება პრეტენზია სამართლიან სასამარლოზე, ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოზე. სწორედ ამ სასამართლოს გამო დავტოვე თავის დროზე „ქართული ოცნება“, რადგან ვიცოდი, რომ სწორედ აქ მოვიდოდა დღეს ეს წერტილი, როდესაც ამ არასამართლიანმა სასამართლომ და კლანმა უნდა სცადოს და უნდა გაამაყაროს „ქართული ოცნების“ გაყალბებული არჩევნები. თუმცა, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს არ გაუვათ!“ - განაცხადა კობერიძემ.

მისი თქმით, ის, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, არა ადამიანის ხმების მიტაცება, არამედ ადამიანების გატაცებაა.

„დღეს „ქართული ოცნება“ რეალურად დაკავებულია ადამიანების გატაცებით. ჩემი აზრით, ეს არის ტერორიზმთან გათანაბრებული მოვლენა, როდესაც ხელისუფლება და პარტია პირდაპირ ქუჩაში იტაცებს ადამიანებს, ეს არ არის უბრალოდ ხმები. ამ ხმების უკან არიან კონკრეტული ადამიანები, ოჯახები, მსჯელობა ქვეყნის მომავალზე, რომლის წართმევასაც დღეს „ქართული ოცნება“ ცდილობს მოსახლეობისთვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველა კანონიერ გზას ბოლომდე გამოვიყენებთ, გავასაჩივრებთ ყველა ინსტანციაში, ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ხმებს“,-განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, 4 ნოემბერს თბილისსა და რამდენიმე რეგიონში საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. თბილისში, ისანსა და საბურთალოზე ვითარება სამართალდამცველებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. შსს-ს ბოლო ინფორმაციით, თბილისში ჯამში 9 პირია დაკავებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო