საქალაქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებული ნიკა კვიტატიანის და გიორგი ფხალაძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ. მისივე თქმით, სასამართლომ არ უნდა დააკანონოს ის უსამართლობა, რაც გუშინ პოლიციამ ჩაიდინა.

„ეს პიროვნებები არიან უკანონოდ დაკავებულები. გუშინ საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა, რომ ისინი იყვნენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, კონსტიტუციის ფარგლებში და პოლიციის ოფიცრებს არ შეეძლოთ მათი დაკავება. გვაქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ ეს ადამიანები გარეთ უნდა იყვნენ და სასამართლომ არ დააკანონოს ის უსამართლობა რაც გუშინ პოლიციამ ჩაიდინა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამბობენ, რომ მათ არ ჩაუდენიათ აღნიშნული დანაშაული”, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, გუშინ თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. თბილისში მიმდინარე აქციებზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში სამართალდამცველებმა 12 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და 166-ე(წვრილმანი ხულიგნობის) მუხლებით დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: საქალაქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა