დავით ჭიჭინაძე - 8 ნოემბერს უნდა დაიწყოს ამ ხელისუფლებისთვის განაჩენის გამოტანის პროცესი, რადგან ხალხთან დაპირისპირება ჯერ არავის მოუგია

8 ნოემბერს უნდა დაიწყოს ამ ხელისუფლებისთვის განაჩენის გამოტანის პროცესი, რადგან ხალხთან დაპირისპირება ჯერ არავის მოუგია, მითუმეტეს ერთპარტიულად, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მძლავრი პროტესტი უნდა იყოს.

„კალაძისგან აღარაფერია გასაკვირი. რა იცის მან მიმატება ან გამოკლება, მთელი ცხოვრება ბურთს დასდევდა. მისთვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია 5+5=15, როგორც პრობლემას არ წარმოადგენს - იქით კარში გაიტანს ბურთს, თუ აქითაში. თამარ ჟვანიას ადგილი კი საკანშია, რადგან დღეს გაღატაკებაც, ხალხის ჯიბიდან ფულის მოპარვაც უკვე ჟვანიას კისერზეა. მან ვერ დათვალა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და იმიტომ. მოკლედ, „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც მას ხელისუფლებას ნებაყოფლობით დაათმობინებს. იმდენი ფული აქვთ მოპარული, თუნდაც პანდემიის დროს, ეს კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება მათთვის და ყველას პასუხისგება მოუწევს. ამიტომ ვამბობ, 8 ნოემბერს უნდა დაიწყოს ამ ხელისუფლებისთვის განაჩენის გამოტანის პროცესი, რადგან ხალხთან დაპირისპირება ჯერ არავის მოუგია, მითუმეტეს ერთპარტიულად.

აქ აღარ არის საუბარი ერთი პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზე ან დამარცხებაზე, ეს არ იქნება რომელიმე კონკრეტული პარტიის აქცია. ხალხი თავისი ღირსების დასაცავად უნდა გამოვიდეს, რადგან ჩვენ თავისუფალი არჩევნის უფლებას გვართმევენ. პროტესტი ისეთი მძლავრი უნდა იყოს, რომ „ოცნება“ მიხვდეს, ის ამ ქვეყანაში ვერ გაძლებს ასე უსამართლოდ და ახალი არჩევნები გარდაუვალი იქნება.

სხვა შემთხვევაში, უბრალოდ დამარცხდება ინსტიტუტი, რასაც არჩევნები ჰქვია და მუდმივად ვიღაც კობახიძის ტვინში მოიხარშება, ვის რა ციფრი უნდა დაეწეროს. ჩვენ კი, პირბადეები მაინც გვიკეთია უკვე, ბარემ ტანსაცმელიც ერთნაირი ჩაგვაცვან და ვიცხოვროთ ასე“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ინფორმაციას „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით ჭიჭინაძე - 8 ნოემბერს უნდა დაიწყოს ამ ხელისუფლებისთვის განაჩენის გამოტანის პროცესი, რადგან ხალხთან დაპირისპირება  ჯერ არავის მოუგია

8 ნოემბერს უნდა დაიწყოს ამ ხელისუფლებისთვის განაჩენის გამოტანის პროცესი, რადგან ხალხთან დაპირისპირება ჯერ არავის მოუგია, მითუმეტეს ერთპარტიულად, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მძლავრი პროტესტი უნდა იყოს.

„კალაძისგან აღარაფერია გასაკვირი. რა იცის მან მიმატება ან გამოკლება, მთელი ცხოვრება ბურთს დასდევდა. მისთვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია 5+5=15, როგორც პრობლემას არ წარმოადგენს - იქით კარში გაიტანს ბურთს, თუ აქითაში. თამარ ჟვანიას ადგილი კი საკანშია, რადგან დღეს გაღატაკებაც, ხალხის ჯიბიდან ფულის მოპარვაც უკვე ჟვანიას კისერზეა. მან ვერ დათვალა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და იმიტომ. მოკლედ, „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც მას ხელისუფლებას ნებაყოფლობით დაათმობინებს. იმდენი ფული აქვთ მოპარული, თუნდაც პანდემიის დროს, ეს კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება მათთვის და ყველას პასუხისგება მოუწევს. ამიტომ ვამბობ, 8 ნოემბერს უნდა დაიწყოს ამ ხელისუფლებისთვის განაჩენის გამოტანის პროცესი, რადგან ხალხთან დაპირისპირება ჯერ არავის მოუგია, მითუმეტეს ერთპარტიულად.

აქ აღარ არის საუბარი ერთი პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზე ან დამარცხებაზე, ეს არ იქნება რომელიმე კონკრეტული პარტიის აქცია. ხალხი თავისი ღირსების დასაცავად უნდა გამოვიდეს, რადგან ჩვენ თავისუფალი არჩევნის უფლებას გვართმევენ. პროტესტი ისეთი მძლავრი უნდა იყოს, რომ „ოცნება“ მიხვდეს, ის ამ ქვეყანაში ვერ გაძლებს ასე უსამართლოდ და ახალი არჩევნები გარდაუვალი იქნება.

სხვა შემთხვევაში, უბრალოდ დამარცხდება ინსტიტუტი, რასაც არჩევნები ჰქვია და მუდმივად ვიღაც კობახიძის ტვინში მოიხარშება, ვის რა ციფრი უნდა დაეწეროს. ჩვენ კი, პირბადეები მაინც გვიკეთია უკვე, ბარემ ტანსაცმელიც ერთნაირი ჩაგვაცვან და ვიცხოვროთ ასე“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ინფორმაციას „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია