ბექა ბასილაიას განცხადებით, ვაკის მე-2 საუბნო საარჩევნო კომისიასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მას ვაკის მე-2 საუბნო საარჩევნო კომისიასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ. აღნიშნულის შესახებ ბასილაიამ კახეთის გზატკეცილზე არსებულ პოლიციის შენობასთან განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დაკავებული 4 პირიდან 2-ის ადგილსამყოფელი უცნობია.

„აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზის გამო, მე, როგორც ადვოკატს, დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მეძლევა. უფრო მეტიც, ორი დაკავებულის ბედი და ადგილსამყოფელი არც კი ვიცით. საპატრულო პოლიცია არ გვპასუხობს სად ჰყავთ გადაყვანილი, არც სამორიგეო, არც 112, არც გენინსპექცია, ალტერნატიული წყაროებით ვცდილობთ მოვიძიოთ მათი ადგილსამყოფელი. აქ გავესაუბრე საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს, ნაცვლად იმისა, კითხვაზე პასუხი გაეცათ, ყველა რაღაცას იგონებს, ეს არის სრული უკანონობა, სრული განუკითხაობა“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, ვაკეში, მე-2 საუბნო საარჩევნო კომისიასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი