„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ Fortuner-ის უახლეს მოდელზე უპრეცედენტო ფასდაკლებას აცხადებს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს 2020 წლის Toyota Fortuner DSL-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტომოყვარულებისთვის 2.4 დიზელის ძრავაზე მომუშავე Fortuner-ის უახლესი მოდელის შეძენა ცენტრში 12 000-ლარიანი ფასდაკლებითა და 5-წლიანი გარანტიითაა შესაძლებელი.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, რომ 2020 წლის Toyota Fortuner DSL-ის შეძენის შემთხვევაში, რომელიც უკვე შეზღუდული რაოდენობითაა დარჩენილი, ფასდაკლებასთან ერთად, მყიდველს საჩუქრად ავტომანქანის მაცივარი და ექსტერიერ-ინტერიერის მოვლის საშუალებები გადაეცემა. როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, დიზელის ძრავაზე მომუშავე Toyota Fortuner DSL-ის შეძენის შემდეგ, ავტომობილზე გარანტია იმოქმედებს 5 წელი ან 160 000 კმ, რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების სრული დაცვით გაუწევენ.

მომხმარებელი, რომელსაც ფასდაკლების აქციით სარგებლობა სურს, შეუძლია წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს Toyota Fortuner DSL-ის შესაძენად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა