მარკეტა გრეგოროვა ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზე - ეს ნაჩქარევი განცხადების მაგალითია, რომელიც სიტუაციას უფრო ძაბავს - ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მედიაციის შეთავაზებას შევძლებთ

იმედი მქონდა, რომ არჩევნების სამართლიანობა მოკლე დროში გადამოწმდებოდა, ხოლო მტკიცებულებების წარდგენა, თუ როგორ ჩატარდა პროცესი, სიტუაციას დაამშვიდებდა, თუმცა ის უფრო და უფრო იძაბება, - ამის შესახებ ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარემ და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრმა, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ევროკავშირი პროცესებში შუამავლის როლის შესრულებას შეძლებს.

„მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მედიაციის შეთავაზებას შევძლებთ, თუ შესაბამისი მხარეები ამას დათანხმდებიან. ამას გარდა, მე ორივე მხარეს მინდა მოვუწოდო, რომ არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და არ გაავრცელონ ისეთი ნაჩქარევი განცხადებები, რომლებიც მოქალაქეებს თავიანთი ინსტიტუტებისა და დემოკრატიის მიმართ ნდობას გაუქარწყლებს“, - განაცხადა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტარი „ინტერპრესნიუსს“ იმაზეც ესაუბრა, თუ რას ფიქრობს ხელისუფლების პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც პარლამენტში არ იმუშავებს, სახელმწიფო ფინანსებს არ უნდა იღებდეს.

„ჩემი მიმართვა ორივე მხარეს ეხება - ოპოზიციასაც და „ქართულ ოცნებასაც“. ვფიქრობ, ეს განცხადება სწორედ ნაჩქარევი განცხადების მაგალითია, რომელიც სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს და მათი კომუნიკაციის ნაწილი არ უნდა იყოს. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ საერთო გამოსავლის პოვნა მოხერხდება, სადაც თითოეულ არჩეულ წარმომადგენელს ექნება საშუალება, რომ მისი როლი განახოციელოს და მოქალაქეების ნება აღასრულოს. ხოლო, თუ ისევ რჩება კითხვა იმის შესახებ, თუ როგორია მოქალაქეების ნება, ამას შესაბამისმა საარჩევნო უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა გასცენ პასუხი“, - განაცხადა გრეგოროვამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა