განათლების სამინისტრო ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციასთან ითანამშრომლებს

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ა(ა)იპ ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციას (ICF საქართველო) შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და „ICF საქართველოს“ პრეზიდენტმა ეკატერინე ბაბუნაშვილმა მოაწერეს.

უწყების ცნობით, მემორანდუმის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქოუჩინგის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების დანერგვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაკომპლექტებული მხარდამჭერი ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან, სკოლებში შესვლამდე კოორდინატორებმა, საგნობრივმა, ტექნოლოგიების, ინკლუზიური განათლებისა და ლიდერობის ექსპერტებმა ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს, რაშიც, აქტიურად იყო ჩართული ICF საქართველო.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაციის ხელშეწყობით, პილოტირების რეჟიმში პროცესი კვლავ გაგრძელდება და მიღებული გამოცდილების საფუძველზე შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს