სუს-ში საარჩევნო პროცესის კიდევ ექვსი დამკვირვებლის გამოკითხვა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საარჩევნო პროცესის კიდევ ექვსი დამკვირვებლის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც მათმა უფლებადამცველმა, გიორგი გელხაურმა გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები სუს-ისთვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმას აპირებენ. გელხაურის თქმით, ისინი მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითვას მოითხოვენ.

„მე ვიცავ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც იყვნენ საარჩევნო უბნებზე და აკვირდებოდნენ არჩევნების მიმდინარეობას, რამდენად კანონიერად მიმდინარეობდა არჩევნები.

ამ ხალხს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს, რა ამბოხი, რა სახელმწიფო გადატრიალება? ეს არის აბსურდი და თითიდან გამოწოვილი ვერსიები, რასთან დაკავშირებითაც იბარებენ იმ ხალხს, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ არჩევნები არ მიმდინარეობდა კანონით დადგენილი წესით და იყო დარღვევით ჩატარებული.

მოგეხსენებათ, მოწმეს აქვს უფლება, უარი უთხრას გამოძიებას გამოკითხვაზე და მოითხოვოს მაგისტრ მოსამართლესთან ერთად გამოკითხვა. ჩვენ ვაპირებთ ამას, არ ვაპირებთ დღეს გამომძიებელს ჩვენება მივცეთ. ჩვენ მოვითხოვთ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვას და მივაწვდით მათ ინფორმაციას”,- განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საარჩევნო პროცესის დამკვირვებლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ერთ-ერთი დამკვირვებლის უფლებადამცველის, გიორგი გოგინავას ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“