ბადრი ჯაფარიძე - ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება, რადგან არსებული მტკიცებულებებით, ოლქების უმრავლესობაში შედეგები უნდა გაუქმდეს

ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება იმიტომ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ფაქტობრივი მტკიცებულებებით, ოლქების უმრავლესობაში შედეგები უნდა გაუქმდეს, რაც ავტომატურად გულისხმობს არჩევნების შედეგების გაუქმებას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოს“ მთავარი ამოცანა არის ის, რომ საჩივრების შესახებ ხალხი ინფორმირებული იყოს, რათა მათში არ გაჩნდეს აზრი, რომ საჩივრები უსაფუძვლოა.

ამასთან ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ შემაჯამებელ ოქმებში, სადაც კი შეცვლილია „ლელოს“ ციფრი რეალურად მიღებულ ხმებთან შედარებით - შეცვლილია ყოველთვის შემცირებისკენ.

„ხელისუფლება მართლაც დაინტერესებული რომ ყოფილიყო, რა არის პრობლემა, რატომ არის ეს ოპოზიცია ასე აღშფოთებული დარღვევებით ისინი თვითონ გულწრფელად და ღიად შეისწავლიან ყველაფერს, მაგრამ რას ვხედავთ?! ვხედავთ დადანაშაულებას, რომ თითქოს ოპოზიციას ერთადერთი რამ უნდა მხოლოდ, რომ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია, რომ ოპოზიცია არის დესტრუქციული, ნაცვლად იმისა, რომ იყოს ადეკვატური რეაქცია ოპოზიციის პრეტენზიებზე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ